ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები, აქ შევჩერდები, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აშორებს საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას და შეუძლია მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა.
„ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და გავაგრძელებთ პასუხის გაცემას იმ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიიღო“, - განაცხადა მილერმა.
„ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები, აქ შევჩერდები. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“, - დასძინა მან.