შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ უარი თქვა უკრაინისთვის 5.5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე იმ მიზეზით, რომ დახმარების გეგმა არღვევს სესხის აღებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ინიციატივის ძირითადი ოპონენტები იყვნენ პარლამენტის ზედა პალატის მემარჯვენე წევრები.
კანონმდებლების თქმით, აღნიშნული პაკეტი არღვევს ე.წ. „ვალის დამუხრუჭების“ შესახებ დებულებას.
უკრაინისათვის დახმარება განკუთვნილი იყო ქვეყანაში ინფრასტრუქტურის აღდგენისა და შეკეთების მხარდაჭერისთვის.