სახელმწიფო ომისკენ ვერ წავა, სანამ მავნებელი ხელისუფლება არ მოვა ქვეყნის სათავეში. ასეთი ხელისუფლება იყო და ის უბედურება დააწია ქვეყანას, რასაც ჰქვია ოკუპაცია. ფაშისტური რეჟიმი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პოლიტიკური ძალა ისევ ცდილობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, რისთვისაც ახალგაზრდებს იყენებს.
„რუსეთის სამხედრო რესურსის ნაწილის გადმოქაჩვა საქართველოსკენ ისევ დღის წესრიგში აქვთ. აღარც მალავენ ისე ლაპარაკობენ ამაზე, თუნდაც ეკონომიკური ბრძოლის გამოცხადებაზე საქართველოს მხრიდან, მაშინ როდესაც ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს - ჩვენზე პატარა ქვეყნებს უშველებელი საქონელბრუნვა აქვთ რუსეთთან. უკრაინის გავლით რუსეთი ევროპასთან გაზით ვაჭრობს. აქედან გამომდინარე, უნდათ ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამჯერად ახალგაზრდების ზურგზე ამხედრებულები. ზოგი გულუბრყვილოა, ზოგი გულწრფელია, ზოგი კი იმ ე.წ. აკერმანის სახელმძღვანელოებით არის მობილიზებული. ამ სურათის გათვალისწინებით განსაზღვრეთ პერსპექტივაში რა შეიძლება მოხდეს, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლავ განაგრძეს ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა მაგალითად კანვასი, სადაც კრებენ ახალგაზრდებს და ასწავლიან როგორ განავითარონ დესტრუქცია ისე, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაციის პროცესი მოხდეს. არავის ეჭვი არ შეეპაროს რომ საქართველო საგარეო კურსს არასდროს შეიცვლის, ჩვენთვის ევროკავშირია მნიშვნელოვანი და ამ მდგომარეობაში რაშიც დღეს მსოფლიო არის, რასაკვირველია ინტერესები ჭარბობს ემოციებს“, - აცხადებს ვოლსკი.