ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს - ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს

ნიკა მელია: „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს - ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს. ეს ხელისუფლება საკუთარ თავს არ დასჯის, ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა მმართველი პარტიის განცხადებაზე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად რეგისტრაციის გავლა აუცილებელი იქნება. მელიას თქმით, „ქართული ოცნება“ რეპრესიებს ყოველდღე აანონსებს, რომელსაც ამის გარდა, პოლიტიკურ შეიარაღებაში არაფერი დარჩენიათ.

მისი თქმით, საზოგადოებას აღარ უკვირს მათი რიტორიკის, ძალადობის.

„სადაც ამდენი ხანი ძალიან ბევრმა პატრიოტმა ეს ყველაფერი აიტანა საკუთარ თავზე, საკუთარ ტყავზე, დაუჯდა თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე და ა.შ. მომდევნო თვის განმავლობაშიც ჩვენ მზად ვარ, ხელისუფლების ეს ძალადობრივი შემოტევები, ჩვენი მხრიდან, ერთი მხრივ, იქნეს მოგერიებული, მაგრამ არ უნდა დავემსგავსოთ მათ, არ დავკარგოთ მორალური უპირატესობა და ქართულ საზოგადოებას, ყველა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად ვაჩვენოთ კონტრასტი. „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს“, - აცხადებს ნიკა მელია.

მას, ასევე ჰკითხეს, დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ წევრთა შესაძლო დასანქცირებაზე. ნიკა მელიას თქმით, „სანქცია, ეს იქნება ფინანსური თუ სავიზო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, არის ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი. მისივე განმარტებით, განცხადებები, რომელიც კეთდება დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ეჭვის შესატანად სივრცეს აღარ ტოვებს.

„ეს მხარდაჭერა ქართველ ხალხს ექნება, რა დროს მოიცავს, რა დროს საჭიროებს, ამაზე, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას მიიღებენ ქართველი ხალხის საუკეთესო ქომაგები საზღვარგარეთ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს გადაურჩინონ დემოკრატია და ქართველ ხალხს დარჩეს შანსი სახელმწიფოს განვითარებისთვის.

დიდად ყურადღებას არ მივაქცევდი, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, რას გააკეთებს, რას იტყვის „ქართული ოცნება“. არ არსებობს ზღვარი, რომელსაც ისინი არ გადავლენ. ახლა, მნიშვნელოვანია „ქართველმა ხალხმა“ დაინახოს, ჩვენ რას ვაკეთებთ, ის სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან სარჩევნო სუბიექტებად. ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება. ბევრ სხვა ქვეყანას შესაძლებელია ჰყოლოდა ცუდი ან კარგი ხელისუფლება, ცუდის შემთხვევაში, გავაკრიტიკებდით, დავგმობდით, კარგს შევაქებდით, მოვიწონებდით, მაგრამ არ არსებობს კარგი ხელისუფლება. არ არსებობს არც კარგი და არც ცუდი ხელისუფლება. ეს არის ჯგუფი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და იმის შიშით, რომ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში დაშავებული საქმე გამოაშკარავდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დიახაც, ისინი გადასულნი არიან მხოლოდ ძალადობაზე. ძალადობს ხელისუფლება/ სადღაც უძალადია, მაგრამ უნანია, პოლიტიკური ფასი გადაუხდია და ახლა, გამოდის ხელისუფლება და სიამაყით აცხადებს ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე, რომ დიახაც, ჩვენ გისაფრდებით, ჩვენ გიღებავთ კედლებს, ჩვენ გაპატიმრებთ და ა.შ. მე ასეთ ჯგუფს ხელისუფლებას ვერ ვუწოდებდი. ეს ხელისუფლება საკუთარ თავს არ დასჯის, ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ „ხელისუფლება დაჯგუფებად გადაიქცა“, რომელიც სასოწარკვეთაშია და დგას მხოლოდ "რობოკოპებზე", პოლიციასა და პროკურორებზე.

მისი თქმით, ქართველ ხალხს წარმოუდგენელი მხარდაჭერა აქვს დასავლელი ქომაგებისგან, რომელსაც წარსულში, უახლოეს პერიოდშიც კი, მსგავსი ხარისხის მხარდაჭერა დასავლელი საუკეთესო მეგობრების მხრიდან არ ჰქონია".

sapiqrali ვინ ვინ და შენ ამას არ უნდა ამბობდე. თუ გგონია ჩვენ დაგვავიწყდა თქვენი ხელისუფლების საქმენი საგმირონი? რაც შეეხება დასავლელ ქომაგებს- მათი იმედით "კარავს ფართოდ ნუ გაშლით".
5 თვის უკან