ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საზოგადოებას სთავაზობს ძალიან მკაფიო პოლიტიკურ სიცხადეს თუ ვის და რის შორის აქვთ მათ არჩევანი. ეს არის ერთი მხრივ რუსეთი, მეორე მხრივ კოალიციური, პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ვალდებულებებით არის დახუნძლული,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “ქართული ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ქარტიას “დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საზოგადოებას სთავაზობს ძალიან მკაფიო პოლიტიკურ სიცხადეს თუ ვის და რის შორის აქვთ მათ არჩევანი. ეს არის ერთი მხრივ რუსეთი, მეორე მხრივ კოალიციური, პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ვალდებულებებით არის დახუნძლული.
ეს მოგვცემს საშუალებას პირველი: დავაბრუნოთ სამართლიანი არჩევნები.
მეორე: ევროპული დღის წესრიგის დაძვრა ჩიხიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა.
მესამე: რეფორმები, რომელიც დაასრულებს საბჭოთა კავშირს ჩვენს ქვეყანაში, რის გამოც წრეზე დავდივართ ათწლეულებია.
მეოთხე: ერთობის დემონსტრირება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად განსხვავებისა, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ კოალიციური მუშაობის და შეთანხმების მინიმალური უნარი ხალხის ინტერესების გარშემო. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ დოკუმენტს დათქმების გარეშე ვაწერთ ხელს და ვალდებულებას ვიღებთ მის ზედმიწევნით შესრულებაზე",- აღნიშნა ხოშტარიამ.