დონალდ ტრამპი რისკავს იყოს „დამარცხებული პრეზიდენტი“, თუ ის ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს და უკრაინას ცუდი სამშვიდობო შეთანხმებას დაუწესებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის, როგორც გლობალური მოთამაშის დასასრული იქნება.
Guardian-თან ინტერვიუში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას ჯერ არ აქვს სტრატეგია, რა უნდა გააკეთოს, თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება
გასულ წელს ტრამპმა განაცხადა, რომ მას ომის დასრულება 24 საათში შეუძლია.