ზაალ ანჯაფარიძე: რომ დავუშვათ, ყველაფერი ისე წავიდა როგორც ქარტიაშია გაწერილი, მოინდომებს კი ოპოზიცია, განსაკუთრებით

ზაალ ანჯაფარიძე: რომ დავუშვათ, ყველაფერი ისე წავიდა როგორც ქარტიაშია გაწერილი, მოინდომებს კი ოპოზიცია, განსაკუთრებით "ნაცები", კიდევ ერთი ვადით იხილონ სალომე (პ)რეზიდენტად? მას კულტურულად თავზე გადაახევენ ქარტიას და მიზეზსაც მონახავენ

დღეს სააკაშვილს შემთხვევით არ უხსენებია ოპოზიცია პრეზიდენტის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმდესო.

ბევრს ალბათ ჰგონია, რომ სალომეს ე.წ. "ქარტიაზე" ხელმომწერებმა, აღიარეს რა იძულებით ზურაბიშვილის ლიდერობა (მიშამ კი ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა), მას პრეზიდენტად ხელახლა ნომინაციასაც შეჰპირდნენ,  - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, "ნაცმოძრაობა", ზურაბიშვილისგან სააკაშვილის შეწყალებას ელის. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ქარტიაშია გაწერილი, დიდია იმის ალბათობა, რომ საზოგადოებამ ზურაბიშვილის პოლიტიკური გადაგდება იხილოს.

"დღეს სააკაშვილს შემთხვევით არ უხსენებია ოპოზიცია პრეზიდენტის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმდესო.

ბევრს ალბათ ჰგონია, რომ სალომეს ე.წ. "ქარტიაზე" ხელმომწერებმა, აღიარეს რა იძულებით ზურაბიშვილის ლიდერობა (მიშამ კი ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა), მას პრეზიდენტად ხელახლა ნომინაციასაც შეჰპირდნენ. თუმცა, ამისთვის სალომესგან ჯერ ელიან სააკაშვილის შეწყალებას.

ერთი წუთით რომ დავუშვათ, ყველაფერი ისე წავიდა როგორც ქარტიაშია გაწერილი, მოინდომებს კი ოპოზიცია და განსაკუთრებით ნაცები, კიდევ ერთი ვადით იხილონ სალომე (პ)რეზიდენტად და აიტანონ მისი კაპრიზები?! ან წავლენ კი  რიგგარეშე არჩევნებზე?!

ჩემი აზრით, სალომეს კულტურულად თავზე გადაახევენ იმ ქარტიას (მიზეზსაც მონახავენ), მითუმეტეს იმ დროისთვის სალომე პოლიტიკურად არავინ და არაფერი აღარ იქნება.

პოლიტიკური გადაგდებების ცოტა მაგალითი გვახსოვს თუ რა?!' - წერს ზაალ ანჯაფარიძე.