„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ვაშინგტონის მიერ „მეგობრის აქტის“ კანონპროექტზე მსჯელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ქადაგიძის თქმით, საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველები; საერთაშორისო მისიებში დასახიჩრებული ქართველები; საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი ადამიანური კონტრიბუცია; საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება, არ იყო საკმარისი “მეგობარი აქტის”-მაგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნებისა?! თუმცა, ესეც იმავე “ბლეფის” ნაწილია, როგორც აქამდე გვამყოფებენ 30 წელია.
მისივე თქმით, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მილევადი რადიკალიზმის გამოცოცხლება და “ბლეფის რე-ბრენდინგი” მოიგონეს, ვითომ აქამდე არ ესაჭიროებოდა საქართველოს რეალური პარტნიორობა და ახლა აღმოაჩინეს.
„“ინდიელი ბელადი
ნაკოლკები ყელამდი
განდონები ფერადი,
მგონი ბუშტი გეგონა
ბეჯითად, რომ ბერავდი.”
ჰო და - ბეჯითად გაბერილი, ახალი ბუშტი გაგვიმზადეს კოლექტიური ნაც-მოძრაობის ლობისტებმა და დაარქვეს “მეგობარი აქტი”…
ოღონდ, აქამდე რით ვერ გაამართლა მეგობრობა საქართველომ, რომ თუნდაც თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია და სულ მცირე, პირდაპირი ფრენები დაეწესებინათ გაურკვეველია…
თითქოს -
* საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველები;
* საერთაშორისო მისიებში დასახიჩრებული ქართველები;
* საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი ადამიანური კონტრიბუცია;
* საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულება, არ იყო საკმარისი “მეგობარი აქტის”-მაგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნებისა?!
თუმცა -
ესეც იმავე “ბლეფის” ნაწილია, როგორც აქამდე გვამყოფებენ 30 წელია.
თითზე ჩამოსათვლელი კონგრესმენები იმსჯელებენ და კრება დარჩება მხიარული.
უბრალოდ ახლა, სასწრაფოდ ესაჭიროებათ მილევადი რადიკალიზმის გამოცოცხლება და “ბლეფის რე-ბრენდინგი” მოიგონეს, ვითომ აქამდე არ ესაჭიროებოდა საქართველოს რეალური პარტნიორობა და ახლა აღმოაჩინეს…
მოკლედ, ბეჯითად დაბერეს ფერადი ბუშტი და კოლექტიურ ნაც-მოძრაობას უგზავნიან, რომ ამათაც, სხვა უსამშობლოებს გადაუნაწილონ "ბედნიერი მომავლის" პერსპექტივა...
ოღონდ, ეგ ბეჯითად დაბერილი ბუშტი, რომ ბუშტი არ არის?!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.