რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს, ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს ხელს „ქართულ ქარტიას“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„გვსურს, კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამ რთულ დროს ღირსეულად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.
რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს.
გვესმის ერთიანობის ფასი, მაგრამ ასეთი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთი მიზანს. ასეთი მიზანი დღეს ყველა ჩვენგანისთვის, პირველ რიგში, არის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება.
ამიტომ უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დასაცავად. არჩევნების დაცვის და ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებაში პრეზიდენტის როლი, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტის, არის გადამწყვეტი. პრეზიდენტის როლი უნდა იყოს გამაერთიანებელი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არჩევნების დაცვის მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად.
2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები მშვიდობიანად დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ვინ მოაწერა? ბესელია, მწვანეები, დავითაია და ტ ჩარკვიანი ერთად 1%-ს ვერ აიღებენ, სამაგიეროდ "ოთხმა პარტიამ მოაწერა" :)) ვინ მოაწერს? ხაბე-ჭჭ, მელია-გვარამია ესენი ერთად დაახლოებით 15-17%-ის ამღებებია ჩახდილი-რუბლოვნა - 2-2,5%, ხაზარაძე - 5%-იან ბარიერს უფრო 'ვერ გადალახავს, ვიდრე "კი" გირჩი იაგო 1,5%, ამდენივე შალიკო, კიდევ გამოჩნდებიან ბურჯანაძე, მალაშხია (მე-3 ბუჩქის როლის შემსრულებლები)...
მოკლედცალკე ლელო და გვარამია-მელია უფრო ვერ გადალახავს ... მეცოცხეები და მიტმასნილები გადალახავენ, ლელო და ჩაჟვი-მელაც ლელოსთან ან ხაბესტან ერთად, ცალკე ვერა ... გახარია უპრობლემოდ გადალახავს 9-10%-ით ესაა და ქოცები 46-50%-ით!
მა ზურაბიშვილი? ის ჩაახრიგინებს ვადას და თუ ტრაკს არ დააყენებს, "პერსონა ნონ გრატა" და ჰაიდა ბაყაყეთში!