შალვა პაპუაშვილი: ამ მოწვევის პარლამენტის და პირადად ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ საპარლამენტო დიპლომატია იყოს ძალიან ინტენსიური და ძლიერი

შალვა პაპუაშვილი: ამ მოწვევის პარლამენტის და პირადად ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ საპარლამენტო დიპლომატია იყოს ძალიან ინტენსიური და ძლიერი

ამ მოწვევის პარლამენტის და პირადად ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ საპარლამენტო დიპლომატია იყოს ძალიან ინტენსიური და ძლიერი და ამიტომაც არის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში გვაქვს უცხოურ პარლამენტებთან კომუნიკაციების დიდი რაოდენობა, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

„მე თავადაც მქონდა ალბათ რეკორდული რაოდენობის ვიზიტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში, ასევე, არიან კომიტეტები. ჩემი უშუალო მოწოდებაა ყველა კომიტეტისა და მეგობრობის ჯგუფის მიმართ, რომ იყვნენ ძალიან აქტიურები ამ ურთიერთობაში, მათ შორის ვიზიტების მხრივ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი როლი, რაც საპარლამენტო დიპლომატიის მხრივ გვაქვს და, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანასა და ხალხებთან გვქონდეს საპარლამენტო დიპლომატიის დონეზე ურთიერთობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.