შალვა პაპუაშვილი ხაზარაძეზე: თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ, ერთმანეთისგან შორს არ დგას. ადამიანი, რომელიც თაღლითობაზე იყო ნასამართლევი, დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ მორალური უფლება აქვს პოლიტიკაში იყოს

შალვა პაპუაშვილი ხაზარაძეზე: თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ, ერთმანეთისგან შორს არ დგას. ადამიანი, რომელიც თაღლითობაზე იყო ნასამართლევი, დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ მორალური უფლება აქვს პოლიტიკაში იყოს

ადამიანი, რომელიც თაღლითობაზე იყო ნასამართლევი, დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ მორალური უფლება აქვს პოლიტიკაში იყოს და მოქალაქეების ხმები მიიღოს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ, ერთმანეთისგან შორს არ დგას.

„მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ეს ადამიანები არიან ნასამართლევი თაღლითობისთვის და ეს არავის უნდა დაავიწყდეს. ოფიციალურად გასამართლებული არიან თაღლითობაზე. თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ, ერთმანეთისგან შორს არ დგას. ამიტომ, ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც თაღლითობაზე არიან ნასამართლევი.

არ ვიცი, ეს თაღლითობა იყო, თუ რა, თავის დროზე ანაკლიის საკითხი ხომ ყველას გვახსოვს, ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვუყურებდით, რაც ხდებოდა! მამუკა ხაზარაძეს ჩააბარეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი. იძლეოდა დაპირებებს, რომ შემოიყვანდა სხვადასხვა ინვესტორს. საერთოდ ვერავინ ნახა - ყველა მოდიოდა იმ პირობით, რომ ჰქონოდათ უშრომელი ფული. ეს იყო, რაც საბოლოო ჯამში ვნახეთ. სახელმწიფომ მათთვის ვალდებულების შესრულება რამდენჯერმე გადაავადა, თუ არ ვცდები, 10-ჯერ მეტი იყო გადავადება.

ბოლოს, არც კი ერიდებოდნენ და საჯაროდ ჩვენ, მოქალაქეებს გვსაყვედურობდნენ - როგორ არ დავთანხმდით მოქალაქეები, რომ მამუკა ხაზარაძისთვის გარანტია მიგვეცა, იმის მიუხედავად ანაკლიაში მისი ბიზნესი მოგებას მოიტანდა თუ არა, ჩვენ მოქალაქეები ჩვენი ჯიბიდან დავუფინანსებდით მოგებას. ამას გვთხოვდა ჩვენ, მოქალაქეებს, რომ თუკი ანაკლიის პორტი არ მისცემდა იმ მოგებას, რომელიც მას ჰქონდა სასურველი, ჩვენ, მოქალაქეებს, ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოგვეღო ფული და მიგვეცა მამუკა ხაზარაძისთვის, რათა მას ბევრი მოგება ჰქონოდა. ამას ამბობდა ადამიანი, რომელიც შემდეგ თაღლითობაზე იყო ნასამართლევი და დღეს რატომღაც ფიქრობს, რომ მორალური უფლება აქვს პოლიტიკაში იყოს და მოქალაქეების ხმები მიიღოს. ამის პასუხი მან მოქალაქეებისგან მიიღო. გახსოვთ, არჩევნებში მის მიმართ მხარდაჭერა 3%-მდე იყო. ეს არის პასუხი იმაზე, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ უნდა ჰქონდეს უშრომელი ბიზნესი და წაგებულ ბიზნესში მოგება ნახოს მოქალაქეების ხარჯზე. ამიტომ, საერთო ჯამში, ასე შევხედოთ მის განცხადებებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.