ძალაში შევიდა კანონი უცხოური გავლენების გამტართა გამჭვირვალობის შესახებ, რომელზედაც მთელი ოპოზიცია და მისი სატელიტები მკერდში მჯიღს ირტყამდნენ და ფიცს დებდნენ, რომ ვერ იქნებოდა მიღებული, -წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორში არ არის მყარი ერთსულოვნება იმაზე, დარეგისტრირდნენ თუ არა რეესტრში.
"ძალაში შევიდა კანონი უცხოური გავლენების გამტართა გამჭვირვალობის შესახებ, რომელზედაც მთელი ოპოზიცია და მისი სატელიტები მკერდში მჯიღს ირტყამდნენ და ფიცს დებდნენ, რომ ვერ იქნებოდა მიღებული. თუმცა, მათ ვისაც ეს კანონი ეხებათ, კიდევ 60 დღის მანძილზე შეუძლიათ ჩვეულ რეჟიმში იმუშაონ. სხვათა შორის, როგორც ინფორმაციები მოდის, თავად ენჯეო სექტორშიც, რომელიც მხოლოდ „მდიდარი ენჯეოებით“ არ არის წარმოდგენილი, არაა მყარი ერთსულოვნება იმაზე დარეგისტრირდნენ თუ არა." - წერს ანჯაფარიძე.