შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფომ არაფერი დაიშურა იმისთვის, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ანაკლიის პროექტში ფულით ჩაედოთ, მათ შორის აშშ-სთანაც იყო ინტენსიური საუბარი

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფომ არაფერი დაიშურა იმისთვის, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ანაკლიის პროექტში ფულით ჩაედოთ, მათ შორის აშშ-სთანაც იყო ინტენსიური საუბარი

საქართველოს სახელმწიფომ არ დაიშურა არაფერი იმისთვის, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ამ პროექტში ფულით ჩაედოთ, მათ შორის აშშ-სთანაც იყო ინტენსიურად ამაზე საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ამ საკითხზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს.

„ოპოზიციას საკუთარი ნება არ აქვს, ის მოქმედებს უცხო ქვეყნებიდან წამოსული დღის წესრიგითა და თავს მოხვეული ნებით. რა განწყობასაც დაინახავენ სხვა ქვეყნიდან წამოსულს, ზუსტად იმ განწყობაზე სხდებიან. ვნახეთ, რომ არაა ყველა კმაყოფილი იმით, რომ ჩინური კომპანია შეასრულებს სამუშაოებს. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფომ არ დაიშურა არაფერი იმისთვის, რათა დაერწმუნებინა ყველა პარტნიორი, რომ ამ პროექტში ფულით ჩაედოთ, მათ შორის აშშ-სთანაც იყო ინტენსიურად ამაზე საუბარი, რომ წაეხალისებინათ ამ პორტის მშენებლობაში ამერიკული ინვესტიციების მონაწილეობა. შედეგი სახეზეა - იყო აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე საერთაშორისო ტენდერი და საბოლოო ჯამში ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც საბოლოო განაცხადი შემოიტანა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

Aburjga Tasmanieli უკვე რამდენიმე ათეული წელია აშშ ფულს დებს იმაში, რომ როგორმე ქართული სახელმწიფო - საქართველო არ შედგეს, არ განვითარდეს! რა გულუბრყვილობაა მათგან რაიმე სიკეთის მოლოდინი? თავდაპირველ კონსორციუმში რომელსაც ბატონი ხაზარაძე ხელმძღვანელობდა ხომ იყო ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფი"?! - - იყო, რომელიც საქმე-საქმეზე როცა მიდგა კონსორციუმიდან გავიდა და ამით ეს კონსორციუმი ფაქტიურად დაშალა! ასეთია მათი ზნე-ჩვეულებები!
5 თვის უკან