ლევან მაჭავარიანი: ბატონი შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონს დღეს მოაწერს ხელს - პირველი დეკლარაციის შევსება „ენჯეო“ სექტორს სექტემბრის თვეში მოუწევს და მაშინ ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების საკითხზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ბატონი შალვა პაპუაშვილი დღეს მოაწერს ხელს და კანონი ამოქმედდება. პირველი დეკლარაციის შევსება „ენჯეო“ სექტორს სექტემბრის თვეში მოუწევს და მაშინ ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდება.

გამოაშკარავდება ის, თუ რა იყო ამ ისტერიის საფუძველი, რაც უკვე ფაქტობრივად, ორი თვის განმავლობაში გრძელდება. საზოგადოება თავისი თვალით იხილავს იმ შავ-ბნელ საქმეებს, რაც არის დაფინანსებული რიგი „ენჯეოების“ მხრიდან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.