რუსუდან გორგილაძე: 30 წლის წინ, მე და ჩემი კოლეგები ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ ვნახავდით იმას, რომ ჩვენ ვიქნებოდით ევროპის კავშირის კანდიდატი ქვეყანა. ვიცი, რომ ეს გზა გაგრძელდება

რუსუდან გორგილაძე: 30 წლის წინ, მე და ჩემი კოლეგები ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ ვნახავდით იმას, რომ ჩვენ ვიქნებოდით ევროპის კავშირის კანდიდატი ქვეყანა. ვიცი, რომ ეს გზა გაგრძელდება

30 წლის წინ, მე და ჩემმა კოლეგებმა, როდესაც დავიწყეთ ევროკავშირის თემაზე მუშაობა, ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ ვნახავდით იმას, რომ სულ რაღაც 20 წელიწადში საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს, 30 წელიწადში ჩვენ ვიქნებოდით ევროპის კავშირის კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ რუსუდან გორგილაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

იგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მომუშავე დელეგაციის წევრი იყო. ამდენად, საუბრისას ამ თემაზეც გაამახვილა ყურადღება.

რუსუდან გორგილაძემ ასევე ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა, რომელიც 6-9 ივნისს უნდა გაიმართოს.

„წელს არჩევანი 350 მლნ ადამიანმა უნდა გააკეთოს. მაგალითად, გერმანიაში 35 პარტიიდან უნდა აირჩიონ. სულ სხვადასხვა ქვეყნიდან და პარტიიდან აირჩევა 720 პარლამენტარი. არჩევნების შემდეგ იწყება ის, რაც ძალიან საინტერესო პროცესია.

30 წლის წინ, მე და ჩემმა კოლეგებმა, როდესაც დავიწყეთ ევროკავშირის თემაზე მუშაობა, ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ ვნახავდით იმას, რომ სულ რაღაც 20 წელიწადში საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს, 30 წელიწადში ჩვენ ვიქნებოდით ევროპის კავშირის კანდიდატი ქვეყანა. მინდა ეს მივულოცო ჩემს კოლეგებსა და მთელს საქართველოს. ვიცი, რომ ეს გზა გაგრძელდება და ამისი ღრმად მჯერა“, - განაცხადა რუსუდან გორგილაძემ.