რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართა

რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართა

ერთკვირიანი მობილიზების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართა. ტექნიკური ხარვეზის გამო, ღონისძიება 2 საათის დაგვიანებით დაიწყო.

თავდაპირველად შეკრებილ საზოგადოებას აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რატი ამაღლობელმა მიმართა, რის შემდეგაც სცენა მომღერლებმა და სხვადასხვა მუსიკალურმა ჯგუფებმა დაიკავეს.

კონცერტი საქველმოქმედო ხასიათის იყო და როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, შეგროვებული თანხა აქციებზე დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის თანხის შეგროვებას მოხმარდება.

თბილისის პარალელურად, მცირემასშტაბიანი აქცია-კონცერტი მოეწყო ქუთაისშიც. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, ქართველმა მუსიკოსებმა, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, თავიანთი პოზიცია მკაფიოდ, მუსიკით დააფიქსირეს. კონცერტის მსვლელობისას აქციაზე შეკრებილებმა ცოცხალი ჯაჭვიც შეკრეს და სიმბოლურად საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოიტანეს.