გიორგი ვოლსკი: ძველი და ახალი „ნაცები“ არიან სალომესთან, სალომე ცდილობს, რომ თავისი ავტორიტეტი ამ მცირე ჯგუფთან ერთად გაზარდოს. ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ სწორედ ის არის ლიდერი, რომელიც ევროპისკენ წაიყვანს საქართველოს

სალომე ზურაბიშვილის ლიდერად წამოწევის იდეაც არა მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში გაჩნდა, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობს.

„ახალი ლიდერის სახის შექმნა ლევან ხაბეიშვილისგან არ გამოვა, არც მელიასგან გამოვა და არც გვარამიასგან გამოვა. თუ პირდაპირ არა, ირიბად ზოგს ადამიანის სისხლში აქვს ხელი გასვრილი. აქედან გამომდინარე, საჭიროა ახალი ლიდერი, რომელი ქმნის ქარტიას და ამ ქარტიაში, როგორც ხედავთ, უცებ, გადაუდებლად ერთიანდება „ნაცმოძრაობა“ - ძველი და ახალი.

ძველი და ახალი „ნაცები“ არიან სალომესთან, სალომე ცდილობს, რომ თავისი ავტორიტეტი ამ მცირე ჯგუფთან ერთად გაზარდოს და ახალგაზრდებს მიაწოდოს საკუთარი თავი, როგორც პროევროპულმა. როგორც თავად აცხადებს, მათთან ერთად არის, მაგრამ ცოტა ზემოთ - თავისი ამპარტავნობით, თავისი დამოკიდებულებებით ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ სწორედ ის არის ლიდერი, რომელიც ევროპისკენ წაიყვანს საქართველოს“, - მიიჩნევს ვოლსკი.