გივი მიქანაძე: შემოვლითი გზა იპოვეს, რომ არასამთავრობო სექტორისა თუ მედია საშუალებების მეშვეობით, დაფინანსება ირიბად წასულიყო პოლიტიკურ სუბიექტებთან

გივი მიქანაძე: შემოვლითი გზა იპოვეს, რომ არასამთავრობო სექტორისა თუ მედია საშუალებების მეშვეობით, დაფინანსება ირიბად წასულიყო პოლიტიკურ სუბიექტებთან

შემოვლითი გზა იპოვეს, რომ არასამთავრობო სექტორისა თუ მედია საშუალებების მეშვეობით, დაფინანსება ირიბად წასულიყო პოლიტიკურ სუბიექტებთან, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

„იმედის კვირასთან“ საუბრისას მან განმარტებები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების დაფინანსება ხდებოდა.

„გამოიძებნა გზა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია, რომ გარე რესურსებიდან არ შეიძლება პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება. მათ შემოვლითი გზა იპოვეს, რომ არასამთავრობო სექტორისა თუ მედია საშუალებების მეშვეობით, დაფინანსება ირიბად წასულიყო პოლიტიკურ სუბიექტებთან, რათა მათი საქმიანობისა და ნარატივის განხორციელება მომხდარიყო“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.