დავით კაჭარავა მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამების კამპანიაზე: რაც უნდა სიბინძურე შეკეროთ რადიკალებმა გზას არ გადავუხვევ, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ

დავით კაჭარავა მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამების კამპანიაზე: რაც უნდა სიბინძურე შეკეროთ რადიკალებმა გზას არ გადავუხვევ, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ამით ოპოზიციური არხებით მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმიანება. როგორც კაჭარავამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორებმა და დამკვეთებმა ზუსტად იციან მისი ქონების წარმოშობის შესახებ, კერძოდ ის, რომ ყველაფერი დეპუტატად არჩევამდე, საკუთარი შრომით აქვს მოპოვებული, ისინი მაინც ეწევიან მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას. 

„ვნახეთ ნოდარ მელაძის ბინძური შოუ, სადაც ჩემთან დაკავშირებით ათასი სიბინძურე ისაუბრა. ვერ მოეშვნენ ეს ადამიანები იმას, რომ რუსოფობი არ ვარ და ამ დასავლურ ისტერიას არ ვუერთდები, რომ ჩემთვის ჩემი ქვეყანა უმთავრესია ყველაფერ სხვასთან შედარებით. თუ რამ ქონება გამაჩნია, ჩემი შრომითაა მოპოვებული და დეკლარაციაში ასახული. ყველაფერი იქამდე მქონდა, სანამ დეპუტატი გავხდებოდი და დეპუტატობის შემდეგ ეს ქონება შემცირდა კიდეც, თუმცა ამასთან დაკავშირებით მელაძეს რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს. 

დამალული არაფერი მქონდა, არც ის, რომ რუსეთთან კავშირში იყო ჩემი ბიზნესი და ამის დაფარვას არც ვაპირებდი. წყნეთში მოსვლას, ჩემი სახლ-კარის გადაღებას, პირად სივრცეში შემოჭრას რაც შეეხება, ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება. წყნეთი პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის ისიც, რომ აქ ჩემი ბევრი ნათესავი ცხოვრობს და მშობლებიც იმ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ახლა მე ვარ. ყველამ იცის საიდან მაქვს ეს ქონება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ჩემს სამეზობლოში ცხოვრობენ ვატო წერეთელი და მამუკა ხაზარაძეც, რომლებიც სახლში ისე ვერ მოხვდებიან, ჩემს სახლს არ ჩაუარონ და მათაც ძალიან კარგად იციან, რა ქონებას ვფლობ და საიდან. აქვე მივმართავ ორივეს, არ ვიცი როგორ ჩამხედავენ თვალებში ყველაფრის შემდეგ. რაც უნდა სიბინძურე შეკეროთ რადიკალებმა გზას არ გადავუხვევ, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ,” - განაცხადა დავით კაჭარავამ.