გურამ მაჭარაშვილი სიძულვილის ენასა და ბულინგის კამპანიაზე: სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ასეთი ტიპის არადემოკრატიულ პროცესებს დაუპირისპიროს სამართლებრივი ძალა

გურამ მაჭარაშვილი სიძულვილის ენასა და ბულინგის კამპანიაზე: სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ასეთი ტიპის არადემოკრატიულ პროცესებს დაუპირისპიროს სამართლებრივი ძალა

რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ბულინგის კამპანიას ეხმიანება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აგრესია წამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ლეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, საინტერესო და საგანგაშო არის ის, რომ სიძულვილის ენაზე სრული სიჩუმეა უცხოელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც, წესით, უნდა დაგმონ ნებისმიერი ძალადობა.

„რადიკალურმა ოპოზიციამ, რადიკალურად განწყობილმა არასამთავრობო სექტორმა დაიწყო პირდაპირი ბულინგი - ტელეფონით მუქარები, დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების ლანძღვა, მუქარა, გინება. ამავდროულად, ვნახეთ წარწერები და ვიდეოები მუქარებით „84 ტყვია დეპუტატს კეფაში“. მსგავსი აგრესია წამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კანონმდებლებმა, ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წევრებმა მიიღეს ის კანონი, რომელიც არის ეროვნული და გამჭვირვალე. ახლა, ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, როდესაც მათ დაინახეს, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მათ მხარეს არ დგას, დაიწყეს ასეთი ტიპის ბულინგი.

საინტერესო აქ არის ის, რომ სამწუხაროდ, ეს ორგანიზაციები, რომლის წევრები 84 ტყვიას რომ ამზადებენ 84 დეპუტატისთვის, ფინანსდებიან ამერიკის დემოკრატიული ფონდიდან და ევროკავშირის დემოკრატიის ფონდიდან და ეს, სხვათა შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთ შეხვედრაზე უთხრა ორივე ფონდის, მათ შორის სოროსის ფონდის ხელმძღვანელებს.

როდესაც ეს ხდება და სრული სიჩუმეა მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან და ა.შ. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება (მე არაერთხელ ვთქვი ამის შესახებ) ასეთი ტიპის არადემოკრატიულ პროცესებს დაუპირისპიროს სამართლებრივი ძალა," -  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.