ლაშა ფარულავა „ნაცმოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე: საპროცესო კოდექსი მათ შორის ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეომტკიცებულება საკმარისია იმისთვის, რომ გამოძიებამ იხელმძღვანელოს

ლაშა ფარულავა „ნაცმოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე: საპროცესო კოდექსი მათ შორის ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეომტკიცებულება საკმარისია იმისთვის, რომ გამოძიებამ იხელმძღვანელოს

აბსოლუტურად ყველა ვიდეომტკიცებულება, მატერიალური, ნივთიერი მტკიცებულება შეგროვებულია და გამოძიებას აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ პარტიის ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების საკითხზე საუბრისას განაცხადა,

კითხვაზე - აპირებს თუ არა „ნაცმოძრაობა“ სრული ვიდეოს გასაჯაროებას, ფარულავა ასე პასუხობს:

„საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მათ შორის იმას, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, ვიდეომტკიცებულება საკმარისია იმისთვის, რომ გამოძიებამ იხელმძღვანელოს“, - აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

რატომ არ ასაჯაროებს „ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების პირველი ეპიზოდის ვიდეო მასალას? - „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია და სამი ვიდეოჩანაწერი, სადაც სხვა რეალობა ჩანს. პირველსა და მეორე ვიდეოჩანაწერებს შორის დაახლოებით ნახევარსაათიანი ინტერვალია. პირველ ვიდეოში ჩანს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება დაცვის თანამშრომლებსა და ახალგაზრდებს შორის. დაცვის თანამშრომლებს ხელში უჭირავთ ე.წ. ბიტები და ერთმანეთს იარაღის სროლისკენ მოუწოდებენ, ხოლო ახალგაზრდა ერთ-ერთის მისამართით საღებავის ქილას ისვრის.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომლებმა ბეისბოლის ბიტებით სასტიკად სცემეს 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც სხვადასხვა წარწერებს აკეთებდა „ნაცმოძრაობის“ ოფისის შენობაზე.