გია აბაშიძე: საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ

გია აბაშიძე: საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ

„ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ ინფორმაციის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ  NED-ის, EED-ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

ანალიტიკოსის თქმით, აქამდე ნაცმოძალადეთა ქმედებები ანეკდოტურად შეშფოთებულთა წიაღიდან არავის დაუგმია, შესაბამისად ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი - ევროპულ თუ ამერიკულ სხვადასხვა ორგანიზაციებს აწყობთ სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში.

რაც, აბაშიძის თქმით, პარტნიორობის ჩარჩოებიდან გასული მიუღებელი პრაქტიკაა.

„ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ. 

აქამდე ნაცმოძალადეთა ქმედებები ანეკდოტურად შეშფოთებულთა წიაღიდან არავის დაუგმია, შესაბამისად ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი - ევროპულ თუ ამერიკულ სხვადასხვა ორგანიზაციებს აწყობთ სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში. ეს პარტნიორობის ჩარჩოებიდან გასული მიუღებელი პრაქტიკაა.

ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები დროულად უნდა გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. სპონსორობის გამჭვირვალობაც დაგვანახონ, სანამ შესაბამისი ქართული კანონის აუცილებელი რეგულაციები ამოქმედდება“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მერაბ.g მოუსმინეთ? რა დღეში ცააგდეს კონგრესის სხდომაზე სახდეპის უფროსი? მიზეზი იყო ერთადერთი - სად იხარჯება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული; მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში დაფინანსებული ასოებიდან მესამედზე მეტზე გაცემული ფული რაში დაიხარჯა, ამერიკელებს არ ცოდნია; და როცა მილერმა რაღაც ტყუილი დააბრეხვა, ის გააჩერა ერთმა კონგრესმენმა სიტყვებით : "თქვენ ახლა ამერიკელ ხალხს ატყუებთ!"
აქ კი ესევ იგივე ფაღარათია: უნდა ვიცოდეთ რაში იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი და არაფრის დიდებით არ უნდა ვიცოდეთ, თუ რაში იხარჯება აქ უცხო ქვეყანათა ბიუჯეტის ფულები!!!
5 თვის უკან