ზაალ ანჯაფარიძე: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით გაირკვევა, როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც

ზაალ ანჯაფარიძე: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით გაირკვევა, როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს იმიტომ კი არა აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რომ თითქოს მისი მეშვეობით საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია უნდა გაირკვეს, არამედ იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე გაირკვევა თუ როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, არჩევნებზე თუ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, რისი მაღალი შანსიც აქვს და შესრულდა 29 აპრილს გაცემული დაპირება "ნაცმოძრაობის" როგორც  დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის გასამართლების შესახებ, პოლიტიკურ ველზე, “ნაცმოძრაობის” და მისი განაყოფების ადგილი გამოთავისუფლდება ახალი ფორმაციის პოლიტიკური ძალებისთვის და ლიდერებისთვის.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს იმიტომ კი არა აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რომ თითქოს მისი მეშვეობით საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია უნდა გაირკვეს, არამედ იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე გაირკვევა თუ როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც.

თუ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, რისი სერიოზული შანსებიც აქვს, და შესრულდა 29 აპრილს გაცემული დაპირება "ნაცმოძრაობის" როგორც  დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის გასამართლების შესახებ,  პოლიტიკური რუკიდან თანდათანობით გაქრებიან, როგორც თავად ნაცმოძი, ისევე მისი განაყოფები, რომლებზედაც აუცილებლად გადავა პასუხისმგებლობა.

შესაბამისად, პოლიტიკური ველის საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი თავისუფლდება ახალი ფორმაციის პოლიტიკური ძალებისთვის და ლიდერებისთვის. ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა კი ამ ველზე დატოვებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც იქნებიან პრაგმატულად პროდასავლურები, ყოველგვარი სერვილიზმის გარეშე, რომელიც დღეს ვირუსივით მოედო ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილს და ამას ყველა ხედავს.” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.