ზელენსკი: წარმოვიდგინოთ, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდა და გადაწყვიტა, ომი უკრაინის მხრიდან დათმობების ხარჯზე დაასრულოს. ნუთუ მას სურს, იყოს პრეზიდენტი-„ლუზერი“?

ზელენსკი: წარმოვიდგინოთ, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდა და გადაწყვიტა, ომი უკრაინის მხრიდან დათმობების ხარჯზე დაასრულოს. ნუთუ მას სურს, იყოს პრეზიდენტი-„ლუზერი“?

წარმოვიდგინოთ, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა და გადაწყვიტა, ომი უკრაინის [მხრიდან დათმობების] ხარჯზე დაასრულოს. არ მესმის, ნუთუ მას სურს, იყოს პრეზიდენტი-„ლუზერი“? - ამის შესახებ The Guardian-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დავუშვათ, მან როგორღაც მიიღო რუსეთიდან თანხმობა, რომ „ყველაფერი დასრულდა“. უკრაინელები ამას არ შეეგუებიან, მაგრამ მაშინ მას შეუძლია თქვას, რომ დახმარებას და იარაღს არ გამოგვიყოფს, შეუთანხმდება პარტნიორებს და არც ისინი გამოგვიყოფენ. რა თქმა უნდა, შიშველი ხელით მრავალმილიონ ჯართან ვერ ვიომებთ. ვინ იქნება მთელი მსოფლიოსთვის აშშ-ის ასეთი პრეზიდენტი?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.