ლევან ნიკოლეიშვილი: როგორ ახერხებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, ერთდროულად, ფაშისტური მიდგომებით მოქმედებდნენ, თან მშიშარები იყვნენ?! ისე, როგორც ფაშიზმის მთავარი შემოქმედი ჰიტლერი და სააკაშვილი ახერხებდნენ

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორ ახერხებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, ერთდროულად, ფაშისტური მიდგომებით მოქმედებდნენ, თან მშიშარები იყვნენ?! ისე, როგორც ფაშიზმის მთავარი შემოქმედი ჰიტლერი და სააკაშვილი ახერხებდნენ

დღევანდელ დღეს უკვე თითქოს ყველა მივეჩვიეთ, რომ ადამიანებისგან აღარაფერია გასაკვირი, მით უფრო პოლიტიკაში, თუმცა ზოგიერთები მაინც ახერხებენ და გაოცებულს გტოვებენ...  - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ ხალხის ძალის” წევრის, ზურაბ ქადაგიძის განცხადებას - “რანაირად ახერხებენ ნაცები თან ჩმორები იყვნენ და თან მოძალადეები? რაღაცა განსაკუთრებილი ფენომენია ჰიტლერის, სააკაშვილის, ადეიშვილის, ნაცების სტილის”

ნიკოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი და ადეიშვილიც ახერხებდნენ, ერთდროულად მშიშრებიც ყოფილიყვნენ და ფაშისტებიც.

“ზურას 100% ვეთანხმები და ოდნავ განვავრცობ.

დღევანდელ დღეს უკვე თითქოს ყველა მივეჩვიეთ, რომ ადამიანებისგან აღარაფერია გასაკვირი, მით უფრო პოლიტიკაში, თუმცა ზოგიერთები მაინც ახერხებენ და გაოცებულს გტოვებენ... 

პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, მაოცებს, როგორ ახერხებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, ერთდროულად, თან ფაშისტური მიდგომებითა და შეხედულებებით მოქმედებდნენ, თან კი დაუჯერებლად მშიშარები იყვნენ?!

თუმცა, ამ კითხვასაც აქვს მგონი ლოგიკური პასუხი, როგორ ახერხებენ და ისე, როგორც ფაშიზმის მთავარი შემოქმედი - ადოლფ ჰიტლერი ახერხებდა, როგორც სააკაშვილი ახერხებდა - თან ფაშისტობდა, თან დაცვის ზურგს და ძალაუფლებას იყო ამოფარებული.

ჰო, მთავარი პროკურორი, ზურაბ ადეიშვილიც ახერხებდა, ერთდროულად განსაკუთრებით მშიშარაც ყოფილიყო და ფაშისტიც.

სახელების და გვარების გახსენება მგონი შორს წაგვიყვანს, ლამის მთელი რეჟიმი ასეთი ხალხით ჰყავდათ დაკომპლექტებული...” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.