მეუფე იაკობი: დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის ეტალონის მაგალითი -  დიდი სირცხვილი იყო, როცა ქართულ მიტინგზე ვიღაც უცხოელები გამოვიდნენ, ჩემთვის ისინი ოკუპანტივით საზიზღრები არიან, ტრიბუნიდან კი არა, ქვეყნიდან უნდა გაყარო

მეუფე იაკობი: დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის ეტალონის მაგალითი -  დიდი სირცხვილი იყო, როცა ქართულ მიტინგზე ვიღაც უცხოელები გამოვიდნენ, ჩემთვის ისინი ოკუპანტივით საზიზღრები არიან, ტრიბუნიდან კი არა, ქვეყნიდან უნდა გაყარო

რა კაცობაა ან რა ქალობაა ის, შენი ქვეყნის წინააღმდეგ, სხვის მხარეს დადგე, ეს რუსი იქნება, ამერიკელი იქნება, ევროპელი იქნება, ჩინელი იქნება, თურქი იქნება, ირანელი თუ ა.შ. არც ერთი ქვეყანა არ არის დღეს მსოფლიოში ეტალონის მაგალითი - ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ქართულ მიტინგზე გამოვიდნენ ვიღაც უცხოელები. ისინი, ვინც გამოვიდნენ და ცუდი ილაპარაკეს საქართველოზე, ჩემთვის ოკუპანტივით საზიზღრები არიან, კონკრეტულად ის პიროვნებები. ეგეთი ადამიანები ტრიბუნიდან კი არა, ქვეყნიდან უნდა გაყარო ხოლმე,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგების დრო განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აქვს აღსადგენი და არ არის იმ ვითარებაში, რომ გადაჭრით ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს ვინმესთან-მტერთან თუ მოყვარესთან.

„ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი გვაქვს, დავავიწყეთ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვისი არაფერი არ გვინდა, თუ ვერ გვეხმარებით, ხელიც არ შეგვიშალოთ წინსვლაში. ჩვენ ყოველთვის გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობები ყველასთან აბსოლუტურად. საქართველოს არ აქვს ის ფუფუნება, რომ ვიყოთ ისე, რომ ვინმესთან გადაჭრილად ცუდი ურთიერთობა გვქონდეს, არავისთან არც გვაწყობს- არც მტერთან, არც მოყვარესთან. დღეს ის სიძლიერე არ გვაქვს, ძლიერები რომ ვიყოთ, კი ვიცით ვის როგორ უნდა მოეპყრო შინ თუ გარეთ, მაგრამ დღეს ასე ვართ. უნდა მოვძლიერდეთ, ტერიტორია უნდა აღვადგინოთ და თუ ასე მოვექეცით ერთმანეთს - ვერ აღვადგენთ. ჩემთვის მთლიანად საყვარელია საქართველო და ყოველი ქართველი, რასაც არ უნდა აკეთებდეს და მტკივა ხოლმე იმათი, ვინც არასწორად იქცევა. რა კაცობაა ან რა ქალობაა ის, შენი ქვეყნის წინააღმდეგ, სხვის მხარეს დადგე, ეს რუსი იქნება, ამერიკელი იქნება, ევროპელი იქნება, ჩინელი იქნება, თურქი იქნება, ირანელი თუ ა.შ. არც ერთი ქვეყანა არ არის დღეს მსოფლიოში ეტალონის მაგალითი. დღეს ეს წესრიგია, მსოფლიოში რაც ხდება? არეულია მსოფლიო და ყველა უნდა შევეცადოთ, რომ მშვიდობისთვის ვიბრძოლოთ, მშვიდობა იყოს ჩვენს გულებში და ქართველებს შორის იყოს მშვიდობა. ქვეყანას სჭირდება შიგნით შერიგება, აუცილებელია ეს. ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, როდესაც ქართულ მიტინგზე გამოვიდნენ ვიღაც უცხოელები. ისინი ვინც გამოვიდნენ და ცუდი ილაპარაკეს საქართველოზე, ჩემთვის ოკუპანტივით საზიზღრები არიან, კონკრეტულად ის პიროვნებები. ეგეთი ადამიანები ტრიბუნიდან კი არა, ქვეყნიდან უნდა გაყარო ხოლმე, ვინც არ უნდა იყოს. შეიძლება ევროკავშირის წევრები იყვნენ, მაგრამ არც კულტურა აქვთ და არაფერი არ აქვთ, რომ სხვა ქვეყანაში რამე არ აკეთონ. ძალიან ბევრი არასწორად გვექცევა ჩვენს ქვეყანას, იმასაც გეტყვით, რომ ჩვენც ბევრ რამეში ვცოდავთ, ურთიერთობებში, მაგრამ ხომ შეიძლება, გონიერი ხალხი ვართ, აქეთაც და იქითაც და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ახალი ურთიერთობები დავიწყოთ. ჩვენ რაც გვჭირდება, იმაში დაგვეხმარეთ, განა ის, რომ თქვენ გვითხრათ, ამაში უნდა დაგეხმაროთო. ამ რუსულზე კიდე, ქართველებმა განსაკუთრებით გაანებეთ თავი. რუსები ეტყობა თქვენ ხართ და სხვებს იმიტომ ეძახით რუსს, რომ თქვენი რუსობა დაფაროთ, თუ არადა გადახედეთ ბიზნესები სად გაქვთ თქვენც ნაკეთები ყველას.

ქართული ეკლესია ძლიერად არის. რაც არ უნდა ვიღაცები იყიდოთ, ჩვენ, ის ძალა, რომელიც საქართველოში ხალხთან ერთად ვდგავართ, ნუთუ უფლებას მოვცემთ ვინმეს, რომ საქართველო აგარევინოთ და ის ხალხი დასვათ, ვინც ჩვენ არ გვინდა? ვერ მოესწრებით მაგას ვერავინ, იმიტომ, რომ ღმერთი დაგვეხმარება! მაგის ძალა კი გვაქვს, რომ ნებისმიერ მომხდურს გავუსწორდეთ. ვისურვებდი, რომ საუკეთესო ურთიერთობები აღდგენილიყოს. აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ, ცხინვალის რეგიონს აუცილებლად დავიბრუნებთ, კიდევ არის სხვა ტერიტორიები, იმასაც დავიბრუნებთ. შეიძლება მთავრობები ერთმანეთზე გაბრაზდეთ, მაგრამ ხალხი ვართ აქ და იმაზეც იფიქრეთ, რომ ხალხი არ დაგრჩეთ შეურაცხყოფილი. გვიცნობთ და შეურაცხყოფას არავის არ ვპატიობთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.