როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან გახდა ცნობილი, შეიარაღებული თავდასხმა პარტიის ოფისზე წუხელ, გვიან ღამით, მოხდა

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან გახდა ცნობილი, შეიარაღებული თავდასხმა პარტიის ოფისზე წუხელ, გვიან ღამით, მოხდა

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან გახდა ცნობილი, წუხელ, გვიან ღამით, მოხდა შეიარაღებული თავდასხმა პარტიის ოფისზე. დაზიანებულია შენობის ფასადი და ინვენტარი. ჩამსხვრეულია მინები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ირწმუნებიან, რომ მომხდარის ამსახველი ვიდეო კადრები სრულად გაავრცელეს, თუმცა ჯერჯერობით დაპირისპირების პირველი ეპიზოდის ვიდეო, ამ დრომდე არსად გამოუქვეყნებიათ.

„ყველა ვიდეო არსებობს, მათ შორის, მოქალაქეების გადაღებული. ასევე, ვიდეოკადრები, რომლებიც გასაჯაროებულიც არის, თქვენთვისაც ხელმისაწვდომია და აღბეჭდავს მათ შემოსვლას. დანარჩენი, შეგიძლიათ, რომ გარდა იმისა, რაც იმ კადრებში ვერ ნახეთ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ. მიბრძანდეთ და ნახოთ ოფისის შიდა ტერიტორია“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

საკითხს გამოეხმაურა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი.

„ყველა კადრი ისედაც ცნობილია, ახლაც შეუძლია ამოიღოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნებისმიერი კადრი. ფაქტია, რომ ღამის 3 საათზე საპროტესტოდ აქ არავინ მოვიდოდა. თუ გამოძიებას აქვს სურვილი, აუცილებლად დადგინდება ჭეშმარიტება, რომელიც ვიდეოებზე აღრიცხულია“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

მერაბ.g როცა ახალგაზრდობა ამტვრევენ პარლამენტის კარებს და ცდილობენ შეჭრას, ეს ჯენზის ტაობის პროტესტი და როცა იმავე ასაკისანი ცდილობენ წამება, ძარცვა, დარბევა და ტერიტორიების გასხვისებასთან ასოცირებული მეცოცხეთა ოფისში შეჭრას, ისინი ტიტუშკები ყოფილან(??)
ლოგიკა სადაა? ანუ ეს პიტეკანტროფული ლოგოკაა, როცა "ჩემზე ძალადობა ცუდია და როცა მე ვძალადობ - კარგი"
5 თვის უკან