ისეთი ზნეობასთან მწყრალად მყოფი კაცისაგან, როგორიც ნოდარ მელაძე და მისი ე.წ. გუნდია ყველაფერია მოსალოდნელი! მათთვის უცხოა დედა, მამა, ძმა, ბავშვი..., - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ “ტვ პირველის” მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, ამ ადამიანებისთვის პატრონის მიერ მიცემული დაკვეთის შესრულებაა მთავარი და ისინი საკუთარ მშობლებსაც გაყიდიან, მყიდველი თუ გამოუჩნდათ.
“ისეთი ზნეობასთან მწყრალად მყოფი კაცისაგან, როგორიც ნოდარ მელაძე და მისი ე.წ. გუნდია ყველაფერია მოსალოდნელი!
მათთვის უცხოა დედა, მამა, ძმა, ბავშვი...
ამ სუბიექტთათვის მთავარია უცხო პატრონის მიერ მიცემული დაკვეთის შესრულება და რა რაოდენობის ფულს იხდის გადამთიელი დამკვეთი!
ეს ის სულიერი არსებებია, რომელთათვისაც უცხოა მოხუცი, ავადმყოფი, შშმპ, მშობელი!
ეს ის ადამიანის მსგავსი არსებებია, რომლებიც საკუთარ მშობლებსაც თვალისდაუხამხამებლად გაყიდიან მყიდველი თუ გამოუჩნდათ!” - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.