1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.

ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, გაიმართება „რანინას“ კონცერტი.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში. კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე - კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი, ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი, 16:00-19:00 საათი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

დედაენის ბაღი, საბავშვო გასართობი პროგრამა:

17:00-21:30 სთ

❖ საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა;
❖ ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა;
❖ ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე;
❖ ბროშების დამზადების სადგური;
❖ მეზღაპრის კუთხე;
❖ თითების თეატრის წარმოდგენები;
❖ VR სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;
❖ საპნის ბუშტების შოუ;
❖ ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ;
❖10-მდე საბავშო-გასართობი სადგური;
❖საბავშვო ატრაქციონები;
❖ მინი გოლფი;
❖სკეიტ შოუ;
❖ფოტოზონა-გიფერი;

❖დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა;

❖ზღაპრის გმირები;

❖18:00-19:00-თოჯინების სპექტაკლი „ჟოზე“;

❖20:00- რანინას კონცერტი

დასწრება თავისუფალია!