პარტია „ხალხის ძალის“ გენერლური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საფრანგეთის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღებას ეხმაურება. დეპუტატის განმარტებით, მტრულად განწყობილი ქვეყნების გარდა, ფრანგული კანონი მოიცავს მეგობარ ქვეყნებსაც. ხუნდაძის თქმით, საფრანგეთი უშვებს, რომ შესაძლოა მეგობარი ქვეყანაც მოიქცეს მტრულად, ამითვის კი ქვეყანას რეაგირების საშუალება უნდა ჰქონდეს. დეპუტატის თქმით ქართული კანონი ბევრად უფრო ლიბერალურია ფრანგულთან შედარებით.
„თავად საფრანგეთში ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც მეგობრებიც არამეგობრულად იქცევიან და ამიტომ, კანონი უნდა ეხებოდეს ყველას. ყველაში შედის არამტრული ქვეყნებიც, მაგრამ ფრანგები უშვებენ, რომ მეგობარსაც შეუძლია არამეგობრულად მოიქცეს და ამიტომ, რა თქმა უნდა, ქვეყანას შესაბამისი რეაგირების საშუალება უნდა ჰქონდეს. ჩვენი კანონი არის უფრო ლიბერალური, მსუბუქი. საქართველოსაც სჭირდება კანონი, რომელიც დაიცავს მის უსაფრთხოებას და იქნება გამჭვირვალე.“- აღნიშნა ხუნდაძემ