წარმოიდგინეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავს უფლება რომ მისცეს და რომელიმე ქვეყანაში ჩავიდეს საპროტესტო აქციაზე და ოპოზიციის აქციიდან მოუწოდოს საზოგადოებას ხელისუფლება შეცვალეთ ძალადობრივი გზით და არჩევნებს ნუ დაელოდებითო. ეს ხომ გაუგონარია?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„წინა დღეებში მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორების მხრიდან განცხადებები, რომ გამჭვირვალობის კანონი საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებსო. მინდა დღევანდელი გადმოსახედიდანაც ვუპასუხო ამ შეფასებას. თუ რამე აყენებს საქართველოს სახიფათო გზაზე, ეს არის ზუსტად პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა და ძალადობრივი დღის წესრიგის წახალისება, ამან გამოიწვია ზუსტად სიძულვილის და ზიზღის კამპანიის გაღვივება, რომლის უკანაც ჩვენი ოპონენტები დგანან - რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ორგანიზაცია, მათ მიერ მართული მედია და გარე ლობისტები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ გაქცეული ლიდერები, რომლებიც ნაძარცვი ფულით აფინანსებენ ამ ყველაფერს. დღეს თავისივე პარლამენტში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ იყო ჩამოსული და ახალისებდა ოპოზიციის აქციას. წარმოიდგინეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავს უფლება რომ მისცეს და რომელიმე ქვეყანაში ჩავიდეს საპროტესტო აქციაზე და ოპოზიციის აქციიდან მოუწოდოს საზოგადოებას ხელისუფლება შეცვალეთ ძალადობრივი გზით და არჩევნებს ნუ დაელოდებითო. ეს ხომ გაუგონარია?! არც დიპლომატიაში ჯდება, არც პარტნიორობაში, არც არაფერში, მაგრამ კრახი განიცადა ამ გეგმამ, არ გამოვიდა და არც გამოუვათ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.