რაც შეეხება გამჭვირვალობის ქართულ კანონს, მას სრულად მხარს უჭერს არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და მხარდამჭერი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
კითხვა ეხებოდა იმას, ესწრებოდა თუ არა „ქართული ოცნების“ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და უჭერს თუ არა ის მხარს ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
„დღეს გვქონდა პოლიტსაბჭოს სხდომა, გვქონდა დაგეგმილი ხასიათის შეხვედრა. მათ შორის, რა თქმა უნდა ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. რაც შეეხება გამჭვირვალობის ქართულ კანონს, მას სრულად მხარს უჭერს არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი და მხარდამჭერი და სრულიად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს ამ კანონს მხარს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით 28 მაისს დაძლია.