ჩვენ ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში, როდესაც ის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა და როდესაც ასეთი ანტიქართული განცხადებების ავტორია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გასაკვირი არ არის ასეთი ქმედებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლიეტუვას საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩის დაბარებას ეხებოდა.
„ჩვენ ლიეტუველი, ლატვიელი, ესტონელი ხალხის მიმართ განსაკუთრებული სითბო და კავშირი გვაქვს, თუმცა არიან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული გარკვეული ჯგუფები. მათ შორის მოქმედი მინისტრი სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებდა და ამის ჩვენი ევროპული მომავლის ერთ-ერთ წინაპირობად სახავდა და ასე სააკაშვილს გადააყოლებენ მათ რომ ჰკითხოთ ჩვენი ხალხების მეგობრობას. მაგრამ ჩვენ როგორც გვერდში ვედექით ლიეტუველ ხალხს, ასევე დავუდგებით. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან და აქედან გამომდინარე, ამაზე არ ვაწყობთ ჩვენ დამოკიდებულებებს ლიეტუველი ხალხის მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.