ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედიის, „ჯემნიუსის“ ვებგვერდზე შედით და ცალკე ქვეყნებად, სახელმწიფოებად აქვთ მონიშნული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რა ხდება ევროკავშირმა აღიარა ქვეყნის დაშლა და ოკუპაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე?, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ის ტერორი, რომელიც გამჭვირვალობის კანონის მომხრე პოლიტიკოსებზე და მათ ოჯახის წევრებზე ხორციელდება, დონორი ორგანზიაციების პირდაპირი პასუხისმგებლობაა.
„ხან ბოროტი განზრახვაა, ხან ქარაფშუტული წინდაუხედაობაა ხოლმე ასეთი დონორების მხრიდან და ამიტომაც ვამბობ, ასეთი უპასუხისმგებლო დონორები რომ არიან საქართველოში, ჯობია იყვნენ გამჭვირვალეები და ხალხის რეაქციით მიხვდებიან რა არის სწორი და რა არა. მიხვდებიან, რომ მედიის შექმნა, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მოიხსენიებს ცალკე ქვეყნებად, ეს არც ევროკავშირის და არც ქართულ პოლიტიკაში ჯდება. მიხვდებიან, რომ კეფაში მოსახვედრი ტყვიებისთვის ადამიანს ფული არ უნდა უხადონ და ვინც ამას ამბობს, იმას სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ. პერიოდულად გადავამოწმებ ეს ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელში ლეო ნაფტას სახელითაა ცნობილი და რომელიც ჯემნიუსუს ჟურნალისტია, კვლავ იღებს თუ არა ხელფასს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირმა პოზიცია უნდა დააფიქსიროს - აგრძელებს თუ არა ასეთი ექსტრემისტი ადამიანისთვის ფულის მიცემას, რადგან მისი დაფინანსება ნიშნავს წახალისებას, რომ მიდი, დღეს ხომ ტყვიებით დაემუქრე, ხვალ ბომბებით დაემუქრე და ზეგ აასრულე საერთოდ. ასე რომ გააგიჟებენ ადამიანებს, მერე პასუხისმგებლობას გრძნობენ, წავლენ თავიანთ ქვეყნებში, თბილად წამოწვებიან და ტელევიზორში უყურებენ როგორ აირევა საქართველოში მდგომარეობა. ამიტომ ეს ტერორი, დონორების პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომლებიც ახალისებენ და ხმას არ იღებენ. როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქტივისტები აქვეყნებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრების ნომრებს, რომლებზეც მიდიოდა ტერორი, ზუსტად ეს დონორები, აქტივისტები დადიან და აჭრელებენ სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების ბინებს, ავიწროებენ შვილებს, მეუღლეებს, ცდილობენ საზოგადოებისგან მათ გარიყვას. ამაზე პასუხისმგებლობას იღებენ ის დონორები, რომლებიც ამას ხედავენ, შემდეგ კი თვის ბოლოს ფულს ურიცხავენ, რომ ამ ტერორის ჩამდენმა ადამიანებმა წავიდნენ და თბილად ყავა დალიონ კაფეში“, - აცხადებს პაპუაშვილი.