ჟოზე მოურინიო სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს ხანში უნდა დადასტურდეს.
მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის საფუძველზე პორტუგალიელი „ფენერთან“ კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია.
ჟოზე მოურინიო ბოლოს „რომას“ მთავარი მწვრთნელი იყო, კარიერაში კი, არაერთგან იმუშავა, მათ შორის, „პორტუში“, „ჩელსიში“, „ინტერში“, „რეალში“, „მანჩესტერსა“ და „ტოტენჰემში“.