საფრანგეთში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ შეაფასა.
„საფრანგეთში იყო საფრთხეების შეფასების კონტექსტში დასკვნა, რომ მოწინააღმდეგე, მტრულად განწყობილი ქვეყნებისგან მომდინარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად იღებდნენ კანონს. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომელიც ეხება ყველას, გარდა რუსეთისა. გამოდის, რომ მტერი არის დასავლეთი და რუსეთი არის მოყვარე, რადგან ეს [კანონი] მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთს ეხება. ღიად წერია საფრანგეთის კანონში, რომ ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრებს და მეგობრებს“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
საფრანგეთში დეპუტატები და სენატორები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ. ტექსტი შერეულმა პარიტეტულმა კომისიამ განიხილა. კანონი ითვალისწინებს უცხო ძალის სახელით/სასარგებლოდ მოქმედ პიროვნებათა რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლებიც გავლენას ახდენენ საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.