პაატა მანჯგალაძე: საფრანგეთში როცა ამ კანონს იღებდნენ, ამას წინ უძღოდა 4-წლიანი დაზვერვის ანგარიში, სადაც კანონის მიზნად გამოცხადებულია არა გამჭვირვალობა, არამედ საფრანგეთის უსაფრთხოება

პაატა მანჯგალაძე: საფრანგეთში როცა ამ კანონს იღებდნენ, ამას წინ უძღოდა 4-წლიანი დაზვერვის ანგარიში, სადაც კანონის მიზნად გამოცხადებულია არა გამჭვირვალობა, არამედ საფრანგეთის უსაფრთხოება

საფრანგეთში როცა ამ კანონს იღებდნენ, ამას წინ უძღოდა 4-წლიანი დაზვერვის ანგარიში, სადაც კანონის მიზნად გამოცხადებულია არა გამჭვირვალობა, არამედ საფრანგეთის უსაფრთხოება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საფრანგეთი არ მალავს, რომ საფრთხეს ხედავს და [ეს კანონი] სჭირდება საფრთხიდან გამომდინარე.

„საფრანგეთში როცა ამ კანონს იღებდნენ, ამას წინ უძღოდა 4-წლიანი დაზვერვის ანგარიში, სადაც კანონის მიზნად გამოცხადებულია არა გამჭვირვალობა, არამედ საფრანგეთის უსაფრთხოება. არ მალავს საფრანგეთი, რომ საფრთხეს ხედავს და სჭირდება საფრთხიდან გამომდინარე. ეუთო/ოდირიც იგივეს გვეუბნება, რომ თუ საფრთხეს ხედავთ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეიტანეთ ცვლილება და ადამიანების სტიგმატიზებას მოეშვითო.“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

დეპუტატები და სენატორები საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული კანონპროექტი 27 მარტს, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით, 171 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო.

Aburjga Tasmanieli ერთი დიდი ბუზისსაკლავიუნდა თხლიშო ამ ავყია ვიგინდარას კეფაში!
5 თვის უკან
amo მძიმე შემთხვევაა.
5 თვის უკან