ჯერ არმიღებული კანონი ამხელა ლუსტრაციას თუ გამოიწვევდა ნამდვილად არ მეგონა, წარმომიდგენია კანონის მიღების შემდეგ რა მოხდება. ლუსტრაცია მოხდა არ მხოლოდ აქაური აგენტურის, არამედ მათი უცხოელი დამფინანსებლებისა და დონორების, ვინც დღესაც გაუგონარ ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა "გამჭვირვალობის კანონზე".
ფოჩხუას თქმით, ამას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი გაგრძელება და გასამართლდება არა მარტო დაფინანსებული აგენტურული ქსელი, არამედ ის ადამიანებიც ვინც დღესაც აწარმოებენ ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ბულინგს ხელისუფლების, მათი ოჯახის წევრების და მხარდამჭერების მიმართ.
"ჯერ არმიღებული კანონი ამხელა ლუსტრაციას თუ გამოიწვევდა ნამდვილად არ მეგონა, წარმომიდგენია კანონის მიღების შემდეგ რა მოხდება. ლუსტრაცია მოხდა არ მხოლოდ აქაური აგენტურის, არამედ მათი უცხოელი დამფინანსებლებისა და დონორების, ვინც დღესაც გაუგონარ ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ჩემი დარდი მხოლოდ იმ მოტყუებულ ახალგაზრდებს უკავშირდება, ვინც იდგა აქციაზე და კანონის დამტკიცების შემდეგ იმედგაცრუებულები დარჩნენ, რაც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. აი ეს ყველაზე მეტად არ ეპატიებათ ლომჯარია-გიგაურებს. ამ კანონს აქამდე რომ ემოქმედა, ბევრი რამის მოწმე გახდებოდა ქართული საზოგადოება, მაგრამ არა უშავს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
დღეს, როცა ჩაწყნარდა სიტუაცია, არ ჩერდებიან მხოლოდ აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, თუმცა ისინი ხომ დავალებას ასრულებენ, რაშიც შავ ფულს იღებენ შესრულებული სამუშაოსთვის. როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა ამას აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი გაგრძელება და არჩევნების შემდეგ, ტელევიზიის პირდაპირი ეთერით, ჩატარდება სასამართლო პროცესი, როდესაც გასამართლდება არა მარტო დაფინანსებული აგენტურული ქსელი, არამედ ის ადამიანებიც ვინც დღესაც აწარმოებენ ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ბულინგს ხელისუფლების, მათი ოჯახის წევრების და მხარდამჭერების მიმართ. ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი, რათა საბოლოოდ დაისვენოს ქვეყანამ, დაიცვას სუვერენიტეტი და რაც მთავარია აღარავის გაუჩნდეს სურვილი ემსახუროს უცხო ქვეყნის ინტერესებს", - წერს ნინო ფოჩხუა.