ირაკლი ქადაგიშვილი: რომ ეჩვენებინათ, რომ ვითომ ამ კანონმა გამოიწვია ბავშვების დაზიანება, ეს განცხადება სპეკულაციურად, ბადრი ჯაფარიძის მითითებით გააკეთა ამ ფონდმა

ირაკლი ქადაგიშვილი: რომ ეჩვენებინათ, რომ ვითომ ამ კანონმა გამოიწვია ბავშვების დაზიანება, ეს განცხადება სპეკულაციურად, ბადრი ჯაფარიძის მითითებით გააკეთა ამ ფონდმა

სპეკულაციურად, რომ ეჩვენებინათ, რომ ვითომ ამ კანონმა გამოიწვია ბავშვების დაზიანება, ეს განცხადება ბადრი ჯაფარიძის მითითებით გააკეთა ამ ფონდმა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ფონდ „ფეა თრიიზის“ გადაწყვეტილება შეაფასა.

„გამოდის, მათ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ჰქონიათ და არა რეალურად ჰუმანიტარული საქმის გაკეთების სურვილი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი „ფეა თრიიზი“ ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ასახელებენ.

„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე და იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ფონდში.

ამასთან, ფონდ „ფეა თრიიზის" ვებ-გვერდზე ბორდის წევრთა ჩამონათვალში იყო პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. თუმცა, „იმედის“ მიერ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ „ფეა თრიიზმა“ ბადრი ჯაფარიძე ვებ-გვერდზე ბორდის წევრების სიიდან წაშალა და ახლა მისი მონაცემები აღარ იძებნება.