სახელისუფლებო გუნდისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ ბულინგისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა გრძელდება. ამჯერად ანა დოლიძის და, ჯინო დოლინი და მისმა მეუღლე თამუნა ჯინჭარაძე დეპუტატს და ცნობილ პიანისტ ელისო ბოლქვაძეს პარიზის აეროპორტში თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მანამდე, რამდენიმე დღის წინ ჯინო დოლინიმ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტებს სთხოვდა 83 დეპუტატის მეუღლეების, შვილების და მშობლების ვინაობის გასაჯაროებას. კერძოდ, დაინტერესდა, ვინ სად მუშაობდა, ცხოვრობდა და სწავლობდა, რათა ისინი მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, შეერცხვინათ და ამ გზით ზემოქმედება მოეხდინათ დეპუტატებზე.