„ამერიკის ხმა“ ავრცელებს ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის" [ODIHR - ოდირი] მიერ საქართველოს პარლამენტის მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნას, სადაც ვკითხულობთ, რომ “საქართველოში ახლად შემოღებული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის საერთაშორისო უფლებების სტანდარტთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს წევრის ვალდებულებებთან. დოკუმენტის თანახმად, [კანონი] უნდა გაუქმდეს”.
ოდირი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკან გაიწვიოს კანონი და "გადადგას ნაბიჯები, რათა ქვეყნის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში იყოს".
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს მოსაზრება მხარდაჭერილია შეკრებისა და თავისუფლების საკითხებში ასოციაციის, ოდირის ექსპერტთა პანელის წევრების მიერ, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა ანტონინა ჩერევკომ განიხილა.
აღსანიშნავია, რომ პანელი შედგება რამდენიმე ათეული წევრისგან, რომელშიც ერთ-ერთი მათგანი სტრასბურგის სასამართლოში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდი იყო.