ეკა სეფაშვილი: ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ბრიტანელმა პარლამენტარმა, რომელსაც საქართველოს შესახებ დებატებში მონაწილეობა უნდა მიეღო, არ მიიღო ჩემგან მასალები გამჭვირვალობის ქართული კანონის შესახებ

ეკა სეფაშვილი: ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ბრიტანელმა პარლამენტარმა, რომელსაც საქართველოს შესახებ დებატებში მონაწილეობა უნდა მიეღო, არ მიიღო ჩემგან მასალები გამჭვირვალობის ქართული კანონის შესახებ

"როდესაც [პორტს] ჩინეთი აშენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი პორტის შევსებასა და მუშაობაზე ისევ თავადვე იქნება დაინტერესებული - ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის თვალსაზრისით, ევროკავშირის ინტერესშიც შევა", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

როგორც ცნობილია, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რაზეც ეკა სეფაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებაში, თავად ჩინური მხარის მონაწილეობას მიესალმება.

მისი თქმით, ჩინეთმა აღნიშნულ პროექტში მოგება უნდა მოიტანოს.

"ჩინეთის მონაწილეობას მივესალმები, რადგან ის დაინტერესებული იქნება ამ პორტების შევსებით. ეს ის მხარეა, რომელმაც მოგება უნდა მოიტანოს. კონკურენცია დიდია - ამ ტვირთმა შეიძლება თურქეთის გავლით გაიაროს, შეიძლება სხვა ალტერნატიული მარშრუტები მოიძებნოს და დღეს თუ პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია, ხვალ შეიძლება დათბეს. რადგან პოლიტიკაც ეკონომიკაზეა აგებული.

როდესაც [პორტს] ჩინეთი აშენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი პორტის შევსებასა და მუშაობაზე ისევ თავადვე იქნება დაინტერესებული - ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის თვალსაზრისით ევროკავშირის ინტერესშიც შევა. თუ ევროკავშირსაც ასე მივუდგებით, იქაც პოლიტიკური კუთხით, მდგომარეობა ერთგვაროვანი არ არის.

წინა კვირაში მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში, სადაც სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოს შესახებ დებატების მოწყობა მოითხოვეს. სანამ დებატებს მოაწყობდნენ, ერთ-ერთი ბრიტანელი პარლამენტარი გამომელაპარაკა და მითხრა, რომ ის აპირებს გამოსვლას საქართველოს შესახებ. ვუპასუხე, თუ სურვილი ექნებოდა, მივაწვდიდი ინფორმაციას თუ რა წერია საქართველოს კანონში გამჭვირვალობის შესახებ და რას ვკითხულობთ რუსეთის კანონში, წარმოიდგინეთ, მან არ გამომართვა ეს მასალები და მიპასუხა, არ მაინტერესებსო. ამ ფონზე კი ამ დებატებში მონაწილეობის შემდეგ, უამრავი ადამიანი მოვიდა და ეს ჩემი მომზადებული მასალები წაიღო, რადგან ამით დაინტერესდნენ", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Aburjga Tasmanieli დიდი ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისშიც მტრობდა საქართველოს! შემდეგ იმავე საუკუნის 40-წლებში. ახლაც საქართველოს მტერია! პირადული არაფერი, მხოლოდ გეოპოლიტიკური იმპერიალისტური ინტერესები! მეკობრეების ქვეყანაა, სხვას რას უნდა ელოდეთ?!
5 თვის უკან