ნაცრეჟიმის მმართველობის ბოლო წელს ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა - 450 მილიონი ლარია, საზოგადოების მზრუნველობაზე ორიენტირებული

ნაცრეჟიმის მმართველობის ბოლო წელს ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა - 450 მილიონი ლარია, საზოგადოების მზრუნველობაზე ორიენტირებული "ქართული ოცნების" ხელისუფლების მე-12 წელს სექტორზე დანახარჯი მილიარდ 621 მილიონ ლარს შეადგენს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ სარჯველაძის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება. 

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ბოლო წელს ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა - 450 მილიონი ლარია, ხოლო "ქართული ოცნების" ხელისუფლების მე-12 წელს სექტორზე დანახარჯი 3.6-ჯერ მეტია და შეადგენს მილიარდ 621 მილიონ ლარს.

მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის კონსტიტუციური უფლების რეალიზება  "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში დაიწყო.

„რასაკვირველია, დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა იდეალური არაა, როგორც დასავლეთის რიგ ქვეყნებში, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება შავბნელი ნაცრეჟიმისგან და დადებითი დინამიკა მზარდია.

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ სარჯველაძის გამოსვლის ამონარიდი:

ნაცრეჟიმის მმართველობის ბოლო წელს ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა - 450 მილიონი ლარი.
საზოგადოების მზრუნველობაზე ორიენტირებული "ქართული ოცნების" ხელისუფლების მე-12 წელს სექტორზე დანახარჯი 3.6-ჯერ მეტია და შეადგენს მილიარდ 621 მილიონ ლარს.
ამასთან, 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის კონსტიტუციური უფლების რეალიზება  "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. 

ამასობაში, საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როცა C ჰეპატიტი იქნება საბოლოოდ დამარცხებული. პროგრამის დაწყებიდან დღემდე უფასოდ განკურნებულია 82 ათასამდე პაციენტი, მათ შორის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული საზოგადოების სეგმენტის წარმომადგენლებიც.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ტუბერკულოზის შემთხვევების გავრცელება 71%-ით შემცირდა. განკურნების მაჩვენებელი გაიზარდა 65%-დან 80%-მდე. 

2023 წელს ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. დაწესდა ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა და ამოქმედდა შესაბამისი ინსტრუმენტები. წამლის რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლო ფასის დადგენამ, უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე. 
წამლის ფასის ზედა ზღვარი, 7 100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის პრეპარატზე მოქმედებს. სახელმწიფო განსაზღვრავს წამლის ფასის მაქსიმალურ ჭერს, შესაბამისად წამლები უფრო ხელმისაწვდომი გახდა და მათგან დიდ ნაწილს სახელმწიფო უფინანსებს. მაგალითად პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს.
სხვა პროგრამების მსგავსად, ონკოლოგიის დაფინანსება ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.

ონკოლოგიის დაფინანსებაზე, 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს. ბოლო სამი წლის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიაზე, მედიკამენტების ჩათვლით სტატისტიკა ამგვარია:

• 2019 წელს - 36 მლნ ლარი
• 2020 წელს - 39 მლნ ლარი
• 2021 წელს - 123 მლნ ლარი
• 2022 წელს - 143 მლნ ლარი
• 2023 წელს - 174 მლნ ლარი

წლეულს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მლნ ლარს. გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების დაფარვა ხდება რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებშიც. პროგრამა კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და განვითარებას.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.