მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ჩინეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ ირაკლი კირცხალიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ იმ დადებით შედეგებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა მოუტანს.
„ეს არის მსოფლიოს მეორე ეკონომიკა და ხშირად დავობენ კიდეც ბოლო დროს, მეორეა თუ პირველი. როდესაც ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ მათთან დაალაგონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთ შანსი და ამ დონეზე გვაქვს აყვანილი ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა, ეს არის საამაყო.
და, რა თქმა უნდა, საამაყოა თითოეული ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელსაც შეუძლია თავისუფლად, უვიზოდ წავიდეს, აწარმოოს მოლაპარაკებები, ჩამოვიდეს; ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სფეროსთვის. ასეთი მნიშვნელოვანი, ძლიერი ქვეყნის პარტნიორობა და მასთან უვიზო მიმოსვლა არის საამაყო. ყველანი ვამაყობთ, რომ ასეთი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ასეთ დიდ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა კირცხალიამ.