ნინო ფოჩხუა: ვინმეს თუ ჰგონია, რომ სხვას არავის აინტერესებს სად მიდის და რაში იხარჯება გადამხდელების ფული, ძალიან ცდება

ნინო ფოჩხუა: ვინმეს თუ ჰგონია, რომ სხვას არავის აინტერესებს სად მიდის და რაში იხარჯება გადამხდელების ფული, ძალიან ცდება

ექსპერტი ნინო ფოჩხუა კონგრესმენ ბრაიან მასტის  განცხადებას ეხმიანება, სადაც კონგრესმენი ბლინკენს მიმართავს: „სააგენტოები და NGO-ები იღებენ გრანტებს მთელ მსოფლიოში, გვითხარით რაში იხარჯება ეს ფული, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად არ იცით, სად მიდის ამერიკული ფული საზღვარგარეთ“.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მარტო საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას არ აინტერესებს მსგავსი თემები. ასეა ამერიკაშიც, ევროპასა და აზიაშიც, ასე რომ მალე ამოქმედდება კანონი და მოუწევთ ლომჯარია-გიგაურებს პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის.

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ სხვას არავის აინტერესებს სად მიდის და რაში იხარჯება გადამხდელების ფული, ძალიან ცდება. ამის მაგალითი კი მწვავე შეკითხვები იყო, რაც რესპუბლიკელმა კონგრემენმა ბრაიან მასტმა დაუსვა ბლინკენს, რომ სააგენტოებსა და NGO-ში გადარიცხული თანხების მიმართულება, მიზნობრიობა გაასაჯაროონ და სანამ კონგრესი არ მიიღებს ამომწურავ პასუხს, ერთ კაპიკს ვერ მიიღებს მთავრობა. ბრაიან მასტმა ბლინკენს ის სირცხვილიც გაახსენა, როცა ნახევარი მილიონი დოლარი იქნა გადარიცხული ნეპალში ათეიზმის გავრცელებისთვის. (არ მოგესმათ, ნეპალში ათეიზმის გავრცელებისთვის)
აი ასეა, მარტო ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა და მთავრობა, არ ვართ ვისაც მსგავსი თემები გვაინტერესებს, ასეა ამერიკაშიც, ევროპასა და აზიაშიც, ასე რომ მალე ამოქმედდება კანონი და მოუწევთ ლომჯარია-გიგაურებს პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის.“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.