გია აბაშიძე: აქტუალური ხდება ამერიკელი გადამხდელთათვის მათი მთავრობის მიერ საზღვარგარეთ დახარჯული ფული. დღის წესრიგშია USAID-სა და სხვა ამერიკული სააგენტოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ამერიკის კონგრესის წინაშე

გია აბაშიძე: აქტუალური ხდება ამერიკელი გადამხდელთათვის მათი მთავრობის მიერ საზღვარგარეთ დახარჯული ფული. დღის წესრიგშია USAID-სა და სხვა ამერიკული სააგენტოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ამერიკის კონგრესის წინაშე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ბრაიან მასტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც  მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მას შემდეგ, რაც SIGAR-ის [სპეციალური გენერალური ინსპექტორი ავღანეთის აღდგენისთვის] ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი აშშ-ის მთავრობის მიერ თანხების გამოყენება. კონგრესმენმა ენტონი ბლინკენს მიმართა და  აღნიშნა, რომ „ვიდრე USAID-ი, ყველა სააგენტო არ შეგვატყობინებს, თითოეული გრანტის, ქვეგრანტის, განაცხადის შესახებ, ჩვენ არ უნდა მოგცეთ ერთი დოლარიც კი“.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ძალიან აქტუალური ხდება გადასახადის ამერიკელი გადამხდელთათვის მათი მთავრობის მიერ საზღვარგარეთ უყაირათოდ ან "ატკატების" ფორმატში  დახარჯული ფული. დღის წესრიგშია USAID-სა და სხვა ამერიკული სააგენტოების მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ამერიკის კონგრესის წინაშე.

მისი თქმით, ქვედა პალატაში უმრავლესობაში მყოფი "რესპუბლიკელები" რომ საკითხს ბოლომდე გაყვებიან ის ფაქტებიც ადასტურებენ, რომ ბაიდენების ოჯახის სავარაუდო ფინანსურ მაქინაციებსა და უცხო ქვეყნის მთავრობებთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს კონგრესმენები იძიებენ და მოსვენებას არ აძლევენ ბაიდენებს საკომიტეტო მოსმენებით.

„ძალიან აქტუალური ხდება გადასახადის ამერიკელი გადამხდელთათვის მათი მთავრობის მიერ საზღვარგარეთ უყაირათოდ ან "ატკატების" ფორმატში  დახარჯული ფული. დღის წესრიგშია USAID-სა და სხვა ამერიკული სააგენტოების მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ამერიკის კონგრესის წინაშე.

ქვედა პალატაში უმრავლესობაში მყოფი "რესპუბლიკელები" რომ საკითხს ბოლომდე გაყვებიან ის ფაქტებიც ადასტურებენ, რომ ბაიდენების ოჯახის სავარაუდო ფინანსურ მაქინაციებსა და უცხო ქვეყნის მთავრობებთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს კონგრესმენები იძიებენ და მოსვენებას არ აძლევენ ბაიდენებს საკომიტეტო მოსმენებით.

გასულ კვირას, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა (ფლორიდა), სამხედრო ვეტერანმა ბრაიან მასტმა მწვავედ მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და მას მატყუარა უწოდა. ამერიკელი კანონმდებლის მკაცრი პოზიცია განაპირობა SIGAR-ის [სპეციალური გენერალური ინსპექტორი ავღანეთის აღდგენისთვის] ანგარიშმა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი აშშ-ის მთავრობის მიერ თანხების გამოყენება.

„სააგენტოები და NGO-ები იღებენ გრანტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გვითხარით რაში იხარჯება ეს ფული, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად არ იცით სად მიდის [ამერიკული] ფული [საზღვარგარეთ]“, - განუცხადა მასტმა ბლინკენს კონგრესში გამართულ მოსმენაზე.

კონგრესმენმა მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ ნეპალში ათეიზმის გავრცელებისთვის ნახევარი მილიონი დოლარის გრანტი გაიცა, რაც თავდაპირველად უარყო აშშ-ის მთავრობამ, თუმცა მოგვიანებით აღიარა და განაცხადა, რომ გრანტის დანიშნულება არასწორად იყო გაგებული.

„ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ თქვენ ყველამ არ იცოდით, სად მიდიოდა ფული, რომელიც იქ გაგზავნეთ აშშ-ის გადასახადის გადამხდელებისგან. ეს ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც თქვენ არ იცოდით სად მიდიოდა გადასახადის გადამხდელების ფული. მე წავიკითხე SIGAR-ის ანგარიში და ვნახე იმ თანხის ოდენობა, რომელიც უშუალოდ „თალიბანმა“ მიიღო. ეს არ არის საიდუმლო. ეს არ არის საკამათო“, - განაცხადა ბრაიან მასტმა.

„ეს უნდა იყოს ორპარტიული პოლიტიკური განცხადება. ვიდრე USAID-ი, ყველა სააგენტო არ შეგვატყობინებს თითოეული გრანტის, ქვეგრანტის, განაცხადის შესახებ, ჩვენ არ უნდა მოგცეთ ერთი დოლარიც კი“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

კონგრესმენმა ასევე ახსენა 144 ამერიკული სააგენტო, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც „განმახორციელებელი პარტნიორები“, რომლებიც რატომღაც აფინანსებდნენ „თალიბანს“.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა უპასუხა: „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფული პირდაპირ არ მიეწოდება „თალიბანს“. ეს ფული მიდის გაეროში, არასამთავრობო ორგანიზაციებში“.

საპასუხოდ კონგრესმენმა ბლინკენს განუცხადა: „ახლა თქვენ ეუბნებით ტყუილს ამერიკელ ხალხს... ამ „განმახორციელებელმა პარტნიორებმა“ პირდაპირ „თალიბანს“ გადაუხადეს ფული“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.