გიორგი ვაშაძე: გერმანიის ელჩი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პეტერ ფიშერს

გიორგი ვაშაძე: გერმანიის ელჩი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პეტერ ფიშერს

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი არის საქართველოს, ქართველი ხალხის დიდი მეგობარი. ის თავისი საქმიანობით ყოველთვის ამტკიცებს, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროინტეგრაციის გზაზე. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პეტერ ფიშერს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანა დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს დააშოროს.

„ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე, რომელიც ერთ-ერთია იმ პარტნიორებიდან, ვინც აქტიურად ლობირებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“, დაგვაშოროს ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს. მათი მიზანია, მოახდინონ საქართველოს სრული იზოლაცია და ქვეყანა მარტო დატოვონ რუსეთის პირისპირ. გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი, ის თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით ყოველთვის ამტკიცებს, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროინტეგრაციის გზაზე. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გერმანიის ელჩს, ბატონ პეტერ ფიშერს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაკარგოს საქართველომ საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Gami მანჯგალაძეც? სერგეი ჩიხლაძეც? აბა, რაღა უჭირს.
5 თვის უკან