ლევან ბეჟაშვილი: ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები ჩართულები არიან ამ მანიპულაციაში და იკვეთება მარეგულირებელი კომისიის დანაშაულებრივი უფლებამოსილებებიც

ლევან ბეჟაშვილი: ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები ჩართულები არიან ამ მანიპულაციაში და იკვეთება მარეგულირებელი კომისიის დანაშაულებრივი უფლებამოსილებებიც

ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები ჩართულები არიან ამ მანიპულაციაში და იკვეთება მარეგულირებელი კომისიის დანაშაულებრივი უფლებამოსილებებიც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა OCCRP-ისა და "აი ფაქტისა" ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმ საერთაშორისო სკანდალის, სადაც უკვე სახელმწიფო ინსტიტუტების საქართველოს მხრიდან მონაწილეობა დასტურდება.

„რეალურად ის, რომ სხვა ქვეყნის სატელეფონო ნომრებით მანიპულირების საშუალება ვერც კერძო კომპანიებს და ვერც აქტივისტებს ვერ ექნებოდა, ფაქტია რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები ჩართულები არიან ამ მანიპულაციაში, მათ შორის მარეგულირებელი კომისიის დანაშაულებრივი უფლებამოსილებებიც იკვეთება ამ მიმართებით. ვფიქრობ, რომ გამოძიებას ამ შემთხვევაში არ ექნება დადგება დრო, როდესაც ეს მართლაც საერთაშორისო გამოძიების საგანი და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.