კაია კალასი: მაიდანის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი - ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში

კაია კალასი: მაიდანის დემონსტრაციებზე ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მივიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იმავე გზით აირჩია ევროპული კურსი - ეს ის ანალოგია, რაც ახლა ხდება საქართველოში

საკამათო საკითხია, ერთ-ერთ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად იქნება თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. თუ დაფიქრდებით, როგორი იყო უკრაინული მაიდანის დემონსტრაციები - იქ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, უამრავი ხალხი მოვიდა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომელმაც იგივე გზით აირჩია ევროპული კურსი, -  ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

კაია კალასმა, საქართველოში მიმდინარე აქციებს, მაიდანის ანალოგი უწოდა და აღნიშნა, რომ ერთის მხრივ, თითქოს საქართველოს სურს ევროკავშირში გაერთიანება, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ამ გზას არ შეესაბამება.

"ხალხს სურდა ევროკავშირთან ყოფნა და გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ მაშინდელი პრეზიდენტი [იანუკოვიჩი], რეალურად ცდილობდა, ქვეყნისთვის რუსეთისკენ ებიძგებინა. ეს ის ანალოგია, რაც ახლა საქართველოში ხდება.

ერთის მხრივ, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მაგრამ მეორე მხრივ, მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც არანაირად შეესაბამება ამას. ავიღოთ, მაგალითად, დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, ოპოზიციის მიმართ მოპყრობა." - აღნიშნა კალასმა.

ესტონეთის პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას საქართველოში ვიზიტისა და საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღების შესახებ. როგორც კაია კალასმა აღნიშნა, თავად არ მიიღებდა აქციაში მონაწილეობას, მაგრამ ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება.

"თავად მივიღებდი თუ არა მონაწილეობას ასეთ აქციაში? არა. მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის არჩევანი იყო სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სცენაზე გასულიყო და ამ საკითხზე უფრო ზუსტად შეგიძლიათ ჰკითხოთ მას." - განაცხადა კაია კალასმა.