კანონი ისტორიულია იმ მხრივ, რომ ხაზს უსვამს ჩვენი ხალხის სწრაფვას სუვერენული, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ამ მხრივ სიმბოლურია ეს კანონი და რა თქმა უნდა, ამ კანონისთვის ხელის მოწერა დიდი პატივია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.
„მთავარი მიზანი არის ჩვენი პოლიტიკური სისტემის მედეგობის უზრუნველყოფა. ის, რასაც ჩვენ შემთხვევით გავიგებთ ხოლმე, შეიძლება ვგრძნობთ ან ჩვენი ანალიზით ვხვდებით, რომ გარკვეული ჯგუფები მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი იყოს ცხადი და გამჭვირვალე. გვანახონ ამ ორგანიზაციებმა, ვინ აფინანსებთ მათ, რა მიზნით და რაში ხარჯავენ ამ ფულს. ჩემს ოჯახში შემოდიხარ და ამბობ, რომ გინდა რაღაც შეცვალო, მინიმუმ მითხარი, რას ცვლი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.